LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში რუს ტურისტებს ძვირფასეულობით სავსე ჩემოდანი მოპარეს

82

პარიზში რუს ტურისტებს ძვირფასეულობით სავსე ჩემოდანი მოპარეს. შეიარაღებულმა პირებმა ოჯახს 500 ათასი ევროს ღირებულების ოქრო და ძვირფასი თვლები წაართვეს.

სააგენტო „RTL“-ის ინფორმაციით, თავდასხმა პარიზის აეროპორტის სიახლოვეს მაშინ მოხდა, როცა ნიცადან ჩამოფრენილი ტურისტები ქალაქის ცენტრის მიმართულებით მიდიოდნენ. მათ ტაქსს წინ ფურგონი გადაუდგა და მძარცველებმა ჩემოდნები იარაღის მუქარით წაიღეს. გამოცემის ცნობით, მოპარული ნივთების ფასი მხოლოდ სავარაუდოა და სინამდვილეში ზარალი შესაძლოა ბევრად მეტი იყოს.

აღსანიშნავია, რომ გამოძიებას ეჭვმიტანილები ჯერ-ჯერობით არ ყავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები