გერმანულმა კომპანია Partisan Motors-მა ყველგანმავალი One წარმოადგინა, რომელიც შეიარაღებული ძალებისთვის შეიქმნა. ამასთან, ავტორები ავტომობილს 100 წლიან გარანტიას აძლევენ.
ყველგანმავალის გაბარიტული სიგრძე 4,72 მეტრია, სიგანე – 2,3, სიმაღლე კი 2,23 მეტრი.
პირველი მოდელები 2,8 ლიტრიანი Fiat-ის ტურბოდიზელის ძრავებით აღიჭურვა. სხვა ტექნიკური დეტალები უცნობია. ასევე არ ხმაურდება ავტომობილის ღირებულება