LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jeep ახალ ყველგანმავლებს უკან გამოიწვევს, მიზეზი უსაფრთხოების ბალიშთან დაკავშირებული პრობლემაა

112
2022-Jeep-Grand-Wagoneer-Interior-5-small

Jeep ახალ ყველგანმავლებს Wagoneer უსაფრთხოების ბალიშის პრობლემის გამო უკან გამოიწვევს. ავტომწარმოებელმა აღიარა, რომ 2021 წლის თებერვლიდან 2022 წლის ივნისამდე პერიოდში გამოშვებულ 44 708 მანქანას დეკორატიული პანელი არასწორად აქვს დაყენებული, რამაც შესაძლოა უსაფრთხოების ბალიშს გახსნაში ხელი შეუშალოს.

აირბაგმა შესაძლოა Jeep Wagoneer-ის და Grand Wagoneer-ის აქტუალურ თაობებში გაჭედოს. დეფექტიანი ყველგანმავლების მეპატრონეებს სექტემბრიდან დაუკავშირდებიან.

Jeep-ის პრეს-სამსახურში აზუსტებენ, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებული არც ერთი ავარიის და მსხვერპლის შესახებ არ აქვთ ინფორმაცია. ავტომწარმოებლის შეფასებით, დეკორატიული პანელი ცუდად ყველგანმავალთა 15%-ს აქვს დამონტაჟებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები