პასიური მოწევა ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა. გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციამ საგანგაშო სტატისტიკა გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ყოველწლიურად 600 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სწორედ პასიური მწეველობა ხდება.
საქმე ისაა, რომ თამბაქოს ბოლი კიბოს უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს. უფრო კონკრეტულად კი, ბოლი მავნე ნივთიერება აკროლეინს შეიცავს და მას გენეტიკური მატერიალის დაზიანება შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი სწრაფად არ ხდება და უჯრედებზე ზეგავლენა წლების განმავლობაში გრძელდება.
ექსპერტების ინფორმაციით, ეს ნივთიერება ორგანიზმში მხოლოდ სიგარეტის მოწევით არ ხვდება და ის უბრალოდ ჰაერიდან ვრცელდება.