LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა ბელგიური სასწაული და ინგლისური წარმატება

42

ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და შესაბამისად გარკვეულია ყველა მერვედფინალისტის ვინაობა. ასევე ცნობილია ის გუნდები, რომლებიც ევროპალიგაზე გადავიდნენ.

წუხელ უკვე გასულ გუნდებს “ჩელსი”, “რომა”, “არსენალი”, კიევის “დინამო” და “გენტი” მიემატნენ.

ყველაზე რთული ამოცანის გადაჭრა ლონდონის “არსენალს” უწევდა. არსენ ვენგერის ”მეთოფეებმა” და, უპირველეს ყოვლისა, ოლივიე ჟირუმ პირეოსში ”ოლიმპიაკოსი” დაცხრილეს და ჟირუს ჰეთ-თრიკით 3:0 მოიგეს. “არსენალი” 2000 წლიდან მოყოლებული, ყოველ სეზონში გადის პლეი-ოფში.

ჟოზე მოურინიოს “ჩელსიმ” მისავე ყოფილ გუნდს “პორტუს” 2:0 მოუგო, თავად ფიასკო აირიდა, ხოლო პორტუგალიელები ლიგას ჩამოაშორა.

უიღბლო დებიუტი გამოუვიდა გარი ნევილს, რომლის ”ვალენსიამ” შინ 0:2 წააგო უმოტივაციო “ლიონთან”. სამაგიეროდ, ბელგიური სასწაული ვიხილეთ, ტურნირის დებიუტანტმა “გენტმა” აქამდე წაუგებელ ”ზენიტს” 2:1 მოუგო და ახლა ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის იწონებს თავს.

“რომამ” ვერ მოუგო შინ ბატე-ს, მაგრამ მაინც გადარჩა, რადგან “ლევერკუზენმაც” შინ გადახალისებულ ”ბარსელონასთან” ფრედ 1:1 ითამაშა.

E ჯგუფი
ლევერკუზენი-ბარსელონა 1:1
გოლები: 0:1 მესი (20), 1:1 ჩიჩარიტო (23)

რომა-ბატე 0:0

ბარსელონა – 14 ქულა; რომა – 6; ლევერკუზენი – 6; ბატე – 5

F ჯგუფი
დინამო ზაგრები – ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (61), 0:2 ლევანდოვსკი (64)

ოლიმპიაკოსი-არსენალი 0:3
გოლები: 0:1 ჟირუ (29), 0:2 ჟირუ (49), 0:3 ჟირუ (67-პენ.)

ბაიერნი – 15 ქულა; არსენალი – 9; ოლიმპიაკოსი – 9; დინამო – 3

G ჯგუფი
დინამო კიევი – მაკაბი 1:0
გოლები: 1:0 გარმაში (16)

ჩელსი-პორტუ 2:0
გოლები: 1:0 მარკანო (12 ს. კ.), 2:0 ვილიანი (52)

ჩელსი – 13 ქულა; დინამო – 11; პორტუ – 10; მაკაბი – 0
H ჯგუფი
ვალენსია-ლიონი 0:2
გოლები: 0:1 კორნიე (37), 0:2 ლაკაზეტი (76)

გენტი-ზენიტი 2:1
გოლები: 1:0 დეპუატრი (18), 1:1 ძიუბა (65), 2:1 მილიჩევიჩი (78)

ზენიტი – 15 ქულა; გენტი – 10 ქულა; ვალენსია – 6; ლიონი – 4


პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდნენ: “რეალი”, “ვოლფსბურგი”, “ატლეტიკო”, “სიტი”, “ბარსელონა”, “ბაიერნი”, “ჩელსი”, “ზენიტი”.

მეორე ადგილით გავიდნენ: პსჟ, პსვ, “ბენფიკა”, “იუვენტუსი”, “რომა”, “არსენალი”, კიევის “დინამო”, “გენტი”.

ევროპალიგაზე გადაინაცვლეს: “შახტარი”, “მანჩესტერი”, “გალათასარაი”, “სევილია”, “ლევერკუზენი”, “ოლიმპიაკოსი”, “პორტუ”, “ვალენსია”.

 

 

2316395_w2

2316092_w2

2316094_w2

2316112_w2

2316115_w2

2316231_w2

2316232_w2

2316388_w2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები