დუბაიში, ჯებელ ალის კვარტალში, გასართობ კომპლექსთან Dubai Parks&Resorts-სთან ახლოს, დელუქსის კლასის ახალი სავაჭრო ცენტრი The Outlet Village გაიხსნა.
აუთლეტის არქიტექტურა იტალიის პატარა ქალაქის სან-ჯიმინიანოს (იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი) სტილშია შესრულებული. ახალ სავაჭრო ცენტრში სეირნობისას, ტურისტები ტოსკანის ატმოსფეროში ხვდებიან და უფრო დიდი სიამოვნებით ირჩევენ ყველაზე ცნობილი მსოფლიო ბრენდების ნაწარმს. აუთლეტში 125 მაღაზია, უამრავი კაფე და რესტორანია გახსნილი.
შეგახსენებთ, რომ დუბაი სწორედ ის ქალაქია, სადაც სტატისტიკით ტურისტები ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ.