LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პელემ შესაძლოა ოლიმპიური ცეცხლი დაანთოს

28

ფიფას მიერ მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად მიჩნეული ბრაზილიელი პელე რიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც შესაძლოა ”მარაკანაზე” ოლიმპიური ცეცხლიც კი დაანთოს.

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო ოლიმპიური ცცეცხლის ესტაფეტაში, მაგრამ ჩირაღდნით ხელში მუზეუმის აივანზე იდგა და ისე მიესალმა ხალხს.

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 5 აგვისტოს გაიმართება.

თუ გახსოვთ, პელემ სიმღერა ჩაწერა, რომელიც სწორედ რიოს ოლიმპიურ თამაშებს ეძღვნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები