პენტაგონმა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა – ამერიკელმა სამხედროებმა უცხოპლანეტელები დააფიქსირეს, თანაც 400-ჯერ მაინც. აღსანიშნავია, რომ წინა წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში მხოლოდ 144 მსგავსი ფაქტი ფიქსირდებოდა.
საზღვაო ძალების ოფიცერმა ოფიციალურ მოსმენაზე განაცხადა, რომ გამოძიების აზრით სამხედროების მიერ გადაღებულ ვიდეოში ასახული მოტივტივე პირამიდის ფორმის ობიექტები სავარაუდოდ დრონებია.
შეგახსენებთ, რომ წინა წელს გავრცელებული მსგავსი კადრების ავთენტურობა დადასტურდა და უცხოპლანეტელების ან იგივე „ამოუცნობი საჰაერო ფენომენის“ მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა.
კონტრდაზვერვამაც ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად, უცხოპლანეტელების შესახებ მოსმენა გამართა.
„ამოუცნობი საჰაერო ობიექტები“ დაზვერვამ ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხედ შეაფასა და მათ მიმართ შესაბამისი რეაგირება მოითხოვა.
წინა წლებში უცხოპლანეტელთა შესახებ გარკვეული სტიგმა არსებობდა. სამხედროები მათი დაფიქსირების შემთხვევაში ხშირად თავს იკავებდნენ და შესაბამის სამსახურებს ინფორმაციას არ აწვდიდნენ. წელს როგორც ჩანს, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და განცხადებების რაოდენობაც 400-მდე გაიზარდა.
დაზვერვამ დააზუსტა, რომ ამ ფენომენებიდან უმეტესობა სავარაუდოდ მიწიერი წარმოშობის ობიექტები იყო, რადგან სამუშაო ჯგუფმა ვერ იპოვა ვერანაირი ნამსხვრევები, რომლის წარმოშობაც კითხვის ნიშნებს გააჩენდა.
ასეა თუ ისე, გამოძიება გრძელდება და საბოლოო დასკვნების გაკეთებამდე ჯერ დიდი დროა.