პერის ჰილტონმა ძველი ავტომობილის საუცხოო შემცვლელი იპოვა. სპეციალურად მისთვის, ტუნინგატელიე West Coast Custumers-მა Bentley Contintental GT Coupe გაამარიაჟა.
როგორც ირკვევა, თავად პერისი ბრიტანული კომპანიის Bentley-ს მომხმარებელია და ავტომობილის შერჩევისას, სწორედ ამ კომპანიის მიერ წარმოებულ ავტომობილებზე აკეთებს არჩევანს. თუმცა, WCC-ს მიერ მოწყობილი სიურპრიზი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამოდგა.
WCC-მ ავტომობილი SEMA ტუნინგშოუზე წარმოადგინა და დაპირებისამებრ, SEMA-დან პირდაპირ ჰილტონის ავტოფარეხში მოხვდა.