მაიკლ ჯექსონის 18 წლის ქალიშვილი, პერის ჯექსონი, ყოველდღიურ ცხოვრებაში უპირატესობას თავისუფალ სტილს ანიჭებს. მისი ნახვა კლასიკურ კოქტეილის კაბაში თითქმის შეუძლებელია.
პაპარაცებმა გოგონა პარიზში, „შანელის“ სარეკლამო რგოლში გადაღებებზე დააფიქსირეს. ჯექსონი ბრენდის ვინტაჟური ფოტოსესიის მთავარი გმირი იყო და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
თუმცა იყო ერთი პატარა პიკანტური დეტალი, რომელმაც გარშემომყოფები გააოცა – პირსინგი მკერდზე. ზამთრის მზის ფონზე ის განსაკუთრებით შესამჩნევი იყო. თავად პერისს ეს ყველაფერი უხერხულობას არ უქმნიდა და ძალიან ბუნებრივად იქცეოდა.