კომპანია Peugeot-მ სახელწოდება Ambassador-ზე უფლება იყიდა. 2014 წლამდე Ambassador-ის სახელით ინდოეთში მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ავტომობილები იწყობოდა. ამ მოდელის ისტორია 60 წელს ითვლის.
გარიგების თანხა 12 მილიონ დოლარს შეადგენს, ეს თანხა კომპანია Hindustan Motors-მა მიიღო, რომელიც თავის მხრივ CK Birla Group-ს ეკუთვნის. რას უპირებს Peugeot შეძენილ ბრენდს, უცნობია.
Ambassador-ის წარმოება, რომელიც Hindustan-ის მარკის ქვეშ გამოდიოდა, 1958 წელს დაიწყო. სედანი Morris Oxford-ის ცოტათი განსხვავებულ ვერსიას წარმოადგენდა.
1980-იან წლებში წლის განმავლობაში 24 000 Ambassador გამოდიოდა, 2013 წელს წარმოების მოცულობა ათჯერ შემცირდა, 2014 წელს კი საერთოდ შეჩერდა.