LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Peugeot-მა ფურგონში ნამდვილი სამზარეულო დაამონტაჟა

49
6faa32819818170f8d5b85b36c534bdcb19e468a

ფრანგული ავტომწარმოებელი Peugeot და ტექნიკის ამერიკული მწარმოებელი Whirlpool დამეგობრდნენ და უჩვეულო პროექტი განახორციელეს. ფურგონში სრულყოფილი სამზარეულო მოეწყო და ამ ფურგონმა უკვე მოიარა საფრანგეთის 20-მდე ქალაქი, ასევე 72-მდე ტრენინგშიც მიიღო მონაწილეობა.

პროგრამის გაგრძელება 2022 წლის აპრილისთვის იგეგმება და ამ დროისთვის მოძრავი სამზარეულოს აგება იტალიის, პოლონეთის და დიდი ბრიტანეთისთვისაც მოესწრება.

როგორც ატელიე Stellantis-ში ამბობენ, ორ კომპანიას ერთნაირი პოზიციონირება აქვს – წარმოება და ეფექტურობა, ასევე სოციალური და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა. მაგალითად, Peugeot სრულ ელექტროფიკაციას აპირებს, ხოლო Whirlpool კი პირობას დებს რომ საკვებს ცხიმის გარეშე ორთქლზე მოამზადებს. ყველაზე ახალი და თანამედროვე პროდუქტების დემონსტრაციისთვის ეს უკანასკნელი ფურგონს გამოიყენებს და ამ ფურგონით მთელ ევროპას მოივლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები