LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Peugeot–მ მსოფლიოში ყველაზე პატარა სადილერო ცენტრი გაიხსნა

144

კომპანია „პეჟომ“ თავისი ყველაზე პატარა სადილერო ცენტრი წარმოადგინა, რომელიც ტელეფონის ჯიხურში განთავსდა. კლასიკური წითელი ლონდონური ჯიხური მუშაობას 12 სექტემბერს რასელ–სქვერის მოედანზე დაიწყებს მუშაობას.

ყველაზე პატარა სადილერო ცენტრი – 0,8 კვადრატული მეტრია. ის დილის შვიდი საათიდან შუაღამემდე, თვის ბოლომდე იმუშავებს. ჯიხურის შიგნით ავტომობილის ონლაინშეკვეთის აღჭურვილობაა განთავსებული, ასევე შესაძლებელია საკუთარი ავტომობილის ჩაბარების შესახებ განაცხადის გაკეთებაც, თუმცა, რა თქმა უნდა ამის შემდეგ ჩვეულებრივ სალონში წასვლა კლიენტს მაინც მოუწევს. Peugeot–ს ავტომობილების ონლაინშეკვეთის სისტემის ჩაშვების მომენტიდან, სერვისით მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. სულ 134 000 ავტომობილის კონფიგურაციაა შესრულებული.

დიდ ბრიტანეთში პეჟოს სამოდელო რიგი ჰეთჩბეკებით 108, 208, 308 და სედან 508–ით არის წარმოდგენილი. ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი 11 000 ფუნტი სტერლინგი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები