LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Peugeot-მა „ჩინელებთან“ კონკურენციაზე ისაუბრა

127
Peugeot-მა „ჩინელებთან“ კონკურენციაზე ისაუბრა

კომპანია Peugeot-ს სურს, რომ ჩინელებს მეტი კონკურენცია გაუწიოს. ეს კი ხარჯების შემცირებას და ღირებულების ზრდასთან დაკავშირებული ყველა დეტალის კონტროლს გულისხმობს. ფრანგული ბრენდის აპირებს, რომ ნედლეული თავად შეიძინოს, აკუმულატორების ასაგებად ქარხნები ააშენოს და პერსპექტიულ რეგიონებში, ისეთში როგორიცაა აფრიკა თუ ახლო აღმოსავლეთი გავლენები გაზარდოს.

პერსპექტივაში ბრენდი „უფრო ჩინური“ უნდა გახდეს და ბაზრის ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება უნდა შეეძლოს.

აქცენტი ერთდროულად იმიჯსა და ტექნოლოგიებზე გაკეთდება, რამეთუ მანქანებს ხშირად არამხოლოდ დაბალი ფასის გამო ყიდულობენ. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია – სადილერო და სერვის ცენტრების ფართო ქსელი. დღესდღეობით საერთაშორისო გაყიდვები 20%-ს შეადგენს, მომავალში ეს მაჩვენებელი მინიმუმ 30% უნდა იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები