LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიკაპების რბოლა (ვიდეო)

61

კომპანია Chevrolet-მა დრაგ-რბოლის ორგანიზება გააკეთა და ერთმანეთს Silverado 3500HD და Ford Super Duty F-450 შეაჯიბრა. ვიდეო, სადაც გარბენია ასახული, მწარმოებლის YouTube-ის არხზეა გამოქვეყნებული.

რბოლაში მონაწლე Chevrolet Silverado 3500HD აღჭურვილია 6,6 ლიტრიანი V8 ძრავი, რომელიც 451 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავი ექვს დიაპაზონიან „ავტომატთან“ ერთად მუშაობს. პიკაპს შეუძლია 6 ტონამდე ტვირთის ჩაბმა.

რაც შეეხება Ford Super Duty F-450-ს, ასევე დაკომპლექტებულია 6,7 ლიტრის მოცულობის V8 ძრავით, რომლის სიმძლავრეც 456 ცხენის ძალაა. გადაცემათა კოლოფი ექვს დიაპაზონიანი „ავტომატია“, მაქსიმალური საბუქსირე მასა კი 9,5 ტონას შეადგენს.

სულ გასულ წელს Chevrolet-მ 585 864 Silverado გაყიდა სხვაასხვა მოდიფიკაციით. ხოლო Ford F-Series-ის გაყიდვები 896 764 ერთეულს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები