LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიკაპი Ford F-150 კაბრიოლეტად გადააკეთეს (ვიდეო)

39

ამერიკულმა ტიუნინგ-ატელიე Newport Convertible Engineering-მა, რომელიც სერიული ავტომობილების კაბრიოლეტებად გადაკეთებაზე სპეციალიზირდება, ამჯერად პიკაპ Ford F-150-ზე იმუშავა. ვიდეორგოლი, რომელშიც ავტომობილია აღწერილი, კომპანიამ YouTube-ზე განათავსა.

ვიდეოს მიხედვით, სახურავი დაახლოებით 12 წამში იკეცება და ასეთ მდგომარეობაში რბილი ჭერი პიკაპის სატვირთო ნაწილს ფარავს. ავტომობილი 2017 წლის სამოდელო რიგის ბაზაზეა აწყობილი, რომელიც 3.5 ლიტრის მოცულობის EcoBoost-ის ძრავითა და 10 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით არის აღჭურვილი. რა დაჯდა პიკაპის კაბრიოლეტად გადაკეთება, უცნობია.

განახლებული Ford F-150 ამა წლის იანვარში, დეტროიტის ავტოსალონზე გამოჩნდა. 2018 წლის სამოდელო რიგის F-150-მა სამ ლიტრიანი დიზელის ძრავი, ძარის წინა ნაწილის ახალი დიზაინი და უფრო მეტი აღჭურვილობა მიიღო, მათ შორის ადაპტირებული კრუიზ კონტროლი და აუდიო სისტემა B&O Play.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები