LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიკაპმა GMC Sierra 451 სიმძლავრის ძრავი მიიღო

185

კომპანია GMC-მ სრული ზომის პიკაპის – Sierra HD-ის სპეციალური მოდიფიკაცია წარადგინა, რომელმაც მიიღო სახელწოდება – All Terrain X. რაც ყველაზე მთავარია, მოდელი ახალი რვაცილინდრიანი ტურბო დიზელის ძრავითაა აღჭურვილი.

6.6 ლიტრიანი ტურბო დიზელის ტიპის გამწევი, კომპანია Duramax-ს მიერ წარმოებული აგრეგატია. იგი 451 ცხენის ძალის სიმძლავრითა და 1234 ნმ ბრუნის სისწრაფით ხასიათდება.
All Terrain X-ის შეკვეთა ორ ფერშია შესაძლებელი. მწარმოებლის გადაწყვეტილებით, ,,ლამაზმანი’’ თეთრსა და შავ ფერშია წარმოდგენილი. ახალმა მოდელმა ასევე მიიღო 18-დიუმიანი დისკები, Goodyear Duratrac-ის გამძლე საბურავები და განახლებული ძარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები