LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიკე და კასილიასი ჩემპიონთა ლიგის ფინალს ერთად უყურებენ

30

პიკემ ტვიტერით კასილიასს კითხა, შენი აზრით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვინ ითამაშებსო.

კასილიასმა უპასუხა, იმედია, ჩიფსების და გამაგრილებელი სასმელების თანხლებით ფინალს ერთად ვუყურებთო.

პასუხის პასუხად, პიკემ თუ შენ გადაიხდი, კარგი, ეს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე დიდი მიღწევა იქნებაო.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კასილიასი ტვიტერზე გულშემატკივრების კითხვებს პასუხობდა და პიკემ პროგნოზის გაკეთება მოთხოვა.

 

პიკე და კასილიასი ვინ არიან, როგორ არ იცით, მაგრამ მაინც ვთქვათ, რომ ესენი მოსისხლე მტრების ბანაკის წევრები არიან, უფრო სწორედ იყვნენ. პიკე ”ბარსელონას” დაცვის ბურჯია, კასილიასი ”რეალის” ლეგენდარული კარის დარაჯი და ამათ ოღონდ ერთმანეთის კარგი არ გააგონო და წარმატება არ ანახო, და ყველაფერზე წამსვლელები არიან. მართალია, კასილიასი ახლა ”პორტოს” კარში დგას და ამ გუნდით ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხვედრა უფრო რთულია, ვიდრე ის, რომ წალენჯიხის ”სქურში” რადამელ ფალკაო გადმოვა, ამიტომაც კასილიასის ”წარმატება” ის იქნება, ”ბარსაც” თუ ვერ მოხვდა ფინალში.

ისე, თუ ამ ”ბარსას” ამ ფორმას გავითვალისწინებთ, კასილიასს და მადრიდისტებს გამაგრილებელი სასმელების ნაცვლად ძლიერი ალკოჰოლური სასმელების მომარაგება უფრო მოუწევთ. ახლა MSN-ის (მესი-სუარესი-ნეიმარი) გაჩერება უფრო რთულია, ვიდრე მსოფლიოში ერთად აღებული ყველანაირი ცივი თუ ცხელი დაპირისპირების.

მოკლედ, ვნახოთ, ეცლება თუ არა პიკეს ჩიფსების საჭმელად, აი კასილიასს კი, განწყობაზე რა მოგახსენოთ და, მაგის დრო ნაღდად ექნება.

 
P.S. პოსტი ეძღვნება ”ბარსელონას” თავგამოდებულ გულშემატკივარს ილო ნიკოლაიშვილს.

 

 

pikcas2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები