LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირადად ჩემთვის, ძალიან სენტიმენტალური სიმღერაა… იმედია, რომ ხალხიც შეიყვარებს“ – გიორგი ცხადაძე

185
Untitled design (8)

რადიო „არ დაიდარდოს“ გიორგი ცხადაძე სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „მე და შენ“ პრემიერა შედგა.

გიორგი, მოგვიყევი სიმღერაზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

სიმღერა გიორგი ტიგინაშვილის არის, თიკა ჯამბურიასთან ერთად მღეროდა. პირადად ჩემთვის, ძალიან სენტიმენტალური სიმღერაა, რადგან როდესაც „თეატრალურ უნივერსიტეტში“ ვსწავლობდი, იქ ვმღეროდით ხოლმე. გადავწყვიტეთ, რომ სიმღერისთვის ახალი სიცოცხლე მიგვეცა და ახალი ვერსია გავაკეთეთ. ჩემთვის ძალიან ძვირფასი სიმღერა გამოდგა და იმედია, რომ ხალხიც შეიყვარებს. ბევრს ვფიქრობდით, როგორ გაგვეჟღერებინა… ჩემთან, სახლში ვუსმენდით მე და სალომე ამ სიმღერას და ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი, ირაკლი სანაია იყო ჩვენთან სტუმრად. გიტარაზე „ოჯახურად“ მოვხაზეთ, რა სტილისტიკის შეიძლებოდა ყოფილიყო სიმღერა. შემდეგ უკვე ეს ყველაფერი ჩემი ბენდის მუსიკოსებთან ერთად გავაკეთე. მასტერინგი კობა მესხიას ეკუთვნის.

გიორგის, როცა ვკითხე ნებართვა, სიმღერის გაჟღერებაზე, ძალიან გაუხარდა. შედეგი ძალიან მოეწონა.

გიორგი ცხადაძე & ეკა გოგლიძე – მე და შენ

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები