LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pirelli-ს კატერის პრეზენტაცია იახტების შოუზე შედგება

78

Pirelli-მ შექმნა კატერი, რომლის სიგრძეც 19 მეტრია და მას გასაბერი ბორტიც მოყვება. ახალი მოდელის Pirelli 1900-ის შექმნაში საბურავების მწარმოებელს იტალიური ბრენდი Tecnorib-იც ეხმარებოდა. ხომალდი 18,5 მეტრის სიგრძისაა და მას Man 16 ტიპის ორი ძრავი აქვს, რაც 1600 ცხენის ძალის ტოლფასია. ორკაიუტიანი კატერის მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 83 კილომეტრი იქნება.

საინტერესოა, რომ ხომალდის გასაბერ ბორტს ისეთი ტექსტურა აქვს, რომ Pirelli-ს საბურავის პროტექტორს გავს. სიახლის ოფიციალური პრეზენტაცია სექტემბრის ბოლოს, კანში დაგეგმილ იახტების შოუზე შედგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები