LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი მედალი ახალგაზრდული ოლიმპიადიდან

18

უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ევროპის ახალგაზდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს გუნდს პირველი მედალი ძიუდოისტმა ბექა წიფიანმა (55კგ) მოუტანა.

ფინალურ შეხვედრამდე ბექამ 4 მეტოქე -შვედი ემილ ჰენრიკსონი, კვიპროსელი ლუკა ლუკასი, მოლდოველი ადილ ოსმანოვი და უკრაინელი ოლეგ ვერედიბა დაამარცხა. ფინალურ შეხვედრაში კი თურქ ძიუდოისტთან, მირაჯ აკუსთან წააგო და საქართველოს დელეგაციას ვერცხლის მედალი მოუპოვა.

დიორის ტატამზე გავიდა გოგა ჩხაიძე (50კგ). საქართველოს ნაკრების ყველაზე მცირეწონიანმა წევრმა უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი მეორე შეხვედრაში დაკარგა, როდესაც ბელარუსის წარმომადგენელთან დამარცხდა, თუმცა ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა. აქ ბექამ პირველი შეხვედრა ესპანელ ჟაუმ ბერნაბეურიკოს ვაზარით მოუგო, შემდეგ კი ბულგარელ ლუბოსლავ გრიგოროვთან იპონით დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ფესტივალში კიდევ 3 ქართველი ძიუდოისტი ჩაებმება: ეკატერინე ტატუნაშვილი (52 კგ), გურამ ძავაშვილი (60 კგ) და გიორგი ჩიხელიძე (66 კგ).

სპორტის სხვა სახეოებების წარმომადგენელთაგან ფინალულ ეტაპზე გასვლა ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა. პირველივე წრეში დამარცხდნენ ჩოგბურთელები, საკვალიფიკაციო შეჯიბრება ვერ გაიარეს მოცურავეებმა, კანოისტებმა, ველოსიპედისტებმა და მძლეოსანთა იმ ნაწილმა, რომლებმაც უკვე დაამთავრეს შეჯიბრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები