მაიკ დინი პირველი მსაჯია, რომელმაც პრემიერლიგაში 100 წითელი ბარათი უჩვენა.
არბიტრმა „მანჩესტერის“ ფეხბურთელი ეშლი იანგი გააძევა ინგლისის ჩემპიონატის 33-ე ტურში „ვულვერჰეპტონთან“ შეხვედრაში.
იანგმა ორი ყვითელი მიიღო 52-ე და 57- წუთებზე.
50 წლის დინი პირველი რეფერი გახდა, ვისაც 100-ჯერ ამოუღია წითელი ბარათი.
კარიერაში პირველი გაძევება ინგლისის პირველობაზე 18 წლის წინ მოდის. 2001 წლის 14 აპრილს „ნიუკასლისა“ და „იფსვიჩის“ მატჩში მაიკ დინმა ნოლბერტო სოლანო გააგდო.