 
															რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ზურა ჩინჩალაძე და ნინო სარალაშვილი სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერების „ვერ შეგელევი“ და „მადლობა ქარს“ პრემიერა შედგა.
ბატონო ზურა, ძალიან მოთხოვნადია თქვენი სიმღერა – „დაგეძებ“, როგორ ფიქრობთ, რატომ დაიმსახურა მსმენელის ასეთი სიყვარული?
ზურა: ალბათ, იმის გამო, რომ ეს ძველი, 2018 წლის სიმღერაა. ჩემი მეგობარი, დათო გერგეშელიძე მღეროდა, მერე სხვებმაც იმღერეს და ალბათ, ამან გააპიარა.

ნინო, მოგვიყევით თქვენს ახალ სიმღერაზე – „ვერ შეგელევი“, როგორი ისტორია აქვს?
ნინო: სიმღერა „ვერ შეგელევი“, რომელსაც დღეს მოისმენს მსმენელი ზურაბს ეკუთვნის, ტექსტი დათო ქურიძეს. სიმღერა ხვიჩა ხარაიშვილის სტუდიაში ჩაიწერა.
ზურა: ნინომ მითხრა, ჩქარი სიმღერა მინდაო. მე მიმაჩნია, რომ ნინო ნაზი ქალია და ისეთი სიმღერა დავწერე, რომ ჯაგა-ჯუგი არ ყოფილიყო და არ მოეწონასავით. არ მოსწონდა არანჟირება. მერე, ჩემს მეგობარს, დავით გიგინეიშვილს გავაკეთებინე ახალი არანჟირება, მაგრამ საბოლოოდ, მაინც გადაწყდა, რომ ძველი ვარიანტი დარჩენილიყო.

ახლობლებს, მეგობრებს, ვინც უკვე მოისმინა ეს სიმღერა, როგორ მოეწონათ?
ნინო: ძალიან მოეწონათ.
სხვა ახალ სიმღერებზე თუ მუშაობთ?
ნინო: სამი სიმღერა მაჩუქა დათო გიგინეიშვილმა, სამივე ერთი მეორეზე უკეთესი, ახლა, მუშაობის პროცესშია.

ახლა, თქვენს ერთობლივ ნამუშევარზე, დუეტზე – „მადლობა ქარს“ ვისაუბროთ, როგორ გაჩნდა იდეა?
ზურა: პირველი სიმღერა რომ ჩავწერეთ, მერე, ახლობლებმა, კიდევ როდის იმღერებთო. ბევრმა გვითხრა, როგორ უხდება თქვენი ხმებიო. რატომღაც, ასეთი თემა შევარჩიეთ – „ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო“.

როგორია სამომავლო გეგმები, კიდევ თუ გეგმავთ დუეტს?
ნინო: დიახ, აუცილებლად ჩავწერთ, აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა. ასევე, უკვე დასაპრემიერებლად მზად მაქვს სამი სიმღერა.
ნინო სარალაშვილი – ვერ შეგელევი
ზურა ჩინჩალაძე & ნინო სარალაშვილი – მადლობა ქარს
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ზურა ჩინჩალაძე & ნინო სარალაშვილი. “პრემიერა თაკოსთან”