LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ტუნინგ პროგრამა Volkswagen Tiguan-ისთვის

38

გერმანულმა ტუნინგ-ატელიემ – ABT Sportsline-მა Volkswagen Tiguan-ის მეორე თაობისთვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა. ჯიპისთვის ხელმისაწვდომი გახდა მოდერნიზებული დაკიდების სისტემა და გაცილებით წარმადი ძრავის ვარიანტები.

ქროსოვერისთვის ასევე ხელახლა დამზადდა ახალი დიზაინის მქონე სპეციალური დისკები, რომლებიც 18-დან 21 ინჩამდეა. ასევე შეცვლილია რადიატორის ზომა.

როგორც იქნა, ტუნერები უკვე ორლიტრიან დიზელისა და ბენზინის ძრავებს შესთავაზებენ მომხმარებლებს. 190 სიმძლავრის დიზელის ტიპის აგრეგატი შეიძლება 215 ცხენის ძალის ერთეულით გაძლიერდეს, ასევე შესაძლებელია ბენზინის გამწევის 180-დან 216-მდე გაზრდაც.