LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ გაქცეული დამნაშავე პლაჟზე გადაღებული სელფით იპოვა

106
7VAPG2I6CJG2PO4JBVQRWWY3XY

არგენტინაში პოლიციამ გაქცეული მკვლელი მისივე სელფის დახმარებით იპოვა. Radio Mitre-ს ინფორმაციით, მამაკაცი პლაჟზე ისვენებდა და თან იმალებოდა.

28 წლის ადრიან გაბრიელ ვინიარდს ბრალი 2024 წლის 2 ივლისს ჩადენილ დანაშაულში ედება. პოლიციის ვერსიის მიხედვით, იმ დღეს ადრიანი ორ მამაკაცთან ერთად 23 წლის ლეანდრო ნიკალ მესის სახლთან მივიდა. მესი სახლის წინ ბაბუასთან ერთად იდგა, როცა თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს. ასაკოვანი მამაკაცი ცოცხალი გადარჩა, რასაც ვერ ვიტყვით მის შვილიშვილზე. ვინიარდი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა და გაიქცა.

ძებნილი პოლიციამ მხოლოდ 7 თვის შემდეგ, სოც-ქსელში გამოქვეყნებული ფოტოგრაფიით იპოვა. ამ ფოტოს დახმარებით გამოძიებამ დაადგინა, რომ ადრიანი საკურორტო ქალაქ მარ-დელ-პლატაში ისვენებდა. დამნაშავე სპეც-ოპერაციის შემდეგ აიყვანეს.

ადრიანი განყოფილებაში გადაიყვანეს და მკვლელობისთვის ბრალიც წაუყენეს. დიდი ალბათობით, მისი დანაშაულის მოტივი მეზობლებს შორის ჩხუბი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები