LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ ქუჩის უკანონო რბოლებში მონაწილე ავტომობილები გაანადგურა (ვიდეო)

15

ავსტრალიური შტატის, ვიქტორიას პოლიციამ რვა ავტომობილი გაანადგურა. არაკანონიერი ქუჩის რბოლების გამო მათი კონფისკაცია მოხდა. ვიდეო ახალი ამბების სააგენტოს 7 News Brisbane-ს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

განადგურებულ ავტომობილებს შორის არის: Nissan Skyline R33, Nissan Silvia S13 და პიკაპი Holden. ყველა მათგანი ქუჩის რბოლების წინააღმდეგ ჩატარებული რეიდების დროს ჩამოართვეს მეპატრონეებს. მაგალითად, Nissan Skyline-ის მფლობელი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ ქმედებებში დაადანაშაულეს. ჯარიმა 200 ავსტრალიურ დოლარს შეადგენს. Silvia-ს მძღოლი კი 1250 დოლარით დააჯარიმეს და 9 თვით მართვის უფლება ჩამოართვეს.

კიდევ 6 ავტომობილის მძღოლმა მსგავსი სასჯელი მიიღო, ზოგიერთმა მართვის მოწმობა 18 თვით დაკარგა. გარდა ამისა, პოლიციამ რბოლის ორი ორგანიზატორიც დააკავა, რომლებსაც გამოძიება და უფრო მკაცრი სასჯელი ელით.

ქუჩის რბოლებში დამნაშავეებს ჯგუფი Taskforce Regarder ავლენს, რომლიც 2015 წელს შეიქმნა. ამ მომენტისთვის მისმა თანამშრომლებმა 55 მძღოლი დასაჯეს და 24 ავტომობილის კონფისკაცია მოახდინეს. ოპერატიულ ჯგუფში დეტექტივები, საგზაო პოლიციის თანამშრომლები და ფარულად მომუშავე ადამიანები შედიან.

„ჩვენ არ ვართ ტოლერანტულები მათ მიმართ, ვინც სხვა ადამიანებს სიკვდილში ან ტრავმის მიყენებაშია დამნაშავე” – განაცხადა Taskforce Regarder-ის ჯგუფის დეტექტივმა მიკ დაილიმ.

2016 წელს, დაახლოებით 80 ავტომობილის კონფისკაცია დუბაის პოლიციამ იმავე მიზეზით მოახდინა. ორ მძღოლს ავტომობილის დასაბრუნებლად 27 ათასიანი ჯარიმის გადახდა მოუწიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები