ინტერნეტში ახალი თაობის Ford Explorer-ის პირველი კადრები გამოჩნდა. ავტომობილი, რომელიც Ford Explorer-ის ბაზაზეა აგებული, პოლიციელებისთვისაა განკუთვნილი და მისი სერიული წარმოება მომდევნო წლის მაისში დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, ყველგანმავალი 3 ვარიანტში იქნება ხელმისაწვდომი – 3,0 ლიტრის მოცულობის V6 EcoBoost ძრავით, 3,3 ლიტრის „ატმოსფერული“ ძრავით და ასევე ჰიბრიდული აგრეგატით. წარწერა Hybrid ცოტა ხნის წინ გავრცელებულ კადრებშიც კარგად იკითხება. ამასთან, ახალი Explorer წინამორბედებზე ბევრად უფრო სწრაფი იქნება და უსაფრთხოების ინოვაციურ ელექტრონულ სისტემებსაც მიიღებს. სიახლეებს შორის აღსანიშნავია პერიმეტრის მაკონტროლირებელი სისტემა, რომლის მოძრაობის კუთხეც 270 გრადუსია. სისტემა იმითაც იქნება განსაკუთრებული, რომ პოტენციურ საფრთხეებს აღმოაჩენს და ავტომობილის კარებს დაბლოკავს.