LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Jeep Wrangler გახდა ერთადერთი ყველგანმავალი, რომელმაც ახალი კრაშ-ტესტი ვერ გაიარა

47
jeep

საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტმა(IIHS) კრაშ-ტესტების მორიგი სერია ჩაატარა. დაჯახების დროს ძარის გამძლეობა 18 ყველგანმავალს შეუმოწმეს და მოდელთა უმრავლესობამ დაცულობის საკმაოდ მაღალი დონე აჩვენა. ერთადერთი ავტომობილი, რომელმაც ექსპერტებისგან ძალიან ცუდი შეფასება მიიღო, მოულოდნელად, ოთხკარიანი Jeep Wrangler გახდა.

IIHS-ში იმედოვნებენ, რომ ახალი მეთოდიკა მწარმოებლებს თავისი მოდელების უსაფრთხოების გაზრდას აიძულებს. თუკი ადრე ავტომობილთა უმრავლესობას გამოცდის ჩაბარება ფაქტობრივად უპრობლემოდ შეეძლო, ამიერიდან წესები ბევრად გამკაცრდება.

ახალ ცდებში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე კროსოვერმა და მათ შორის იყო – Ford Explorer, Infiniti QX60, Lincoln Aviator, Mazda CX-9, Subaru Ascent, Toyota Highlander, Volkswagen ID.4 და Jeep Wrangler.

როგორც უკვე ვთქვით, Jeep-მა გამოცდა ვერ ჩააბარა. საქმე ისაა, რომ ყველგანმავალს უკანა მხარეს უსაფრთხოების ბალიშები არ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები