LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-ს სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად ჩინური მოდელების გერმანიაში წარმოება შესთავაზეს

107
ქირიას NEWS შაბლონი (2)

გერმანიის ფედერალური მიწის, ქვემო საქსონიის, პრემიერ-მინისტრმა ოლაფ ლისმა განაცხადა, რომ Volkswagen-ს სამუშაო ადგილების შენარჩუნება შეეძლებოდა, თუ ჩინეთში წარმოებული ზოგიერთი მოდელის აწყობას გერმანულ ქარხნებში გადაიტანდა.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინანსური სირთულეების ფონზე Volkswagen-ი ოთხი ქარხნის დახურვასა და 100 ათასამდე თანამშრომლის შემცირების შესაძლებლობას განიხილავს.

ლისის თქმით, ჩინეთისთვის განკუთვნილი ავტომობილების გერმანიაში წარმოება ადგილობრივ ქარხნებს სტაბილურ დატვირთვას შეუნარჩუნებდა და ინოვაციური პროექტების განვითარებასაც შეუწყობდა ხელს.

„თუ იმ ავტომობილებს, რომლებიც დღეს ჩინეთში იწარმოება, გერმანიაში ავაწყობდით, ეს ჩვენს საწარმოებს სრულ დატვირთვას შეუნარჩუნებდა. ამავდროულად, შეიქმნებოდა ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების შესაძლებლობაც,“ – განაცხადა ქვემო საქსონიის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, მთავარი მიზანია გერმანიაში სამუშაო ადგილების შენარჩუნება და საწარმოო სიმძლავრეების ეფექტიანი გამოყენება, ნაცვლად იმისა, რომ ახალი საწარმოები ქვეყნის ფარგლებს გარეთ შენდებოდეს.

ქვემო საქსონია Volkswagen-ის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერია და კომპანიაში 20%-იან ხმის უფლების წილს ფლობს. ამავე რეგიონში მდებარეობს ავტომწარმოებლის სათავო ოფისი და დასავლეთ გერმანიაში არსებული ექვსი ასაწყობი ქარხნიდან ხუთი.

Volkswagen ბოლო პერიოდში მზარდ ზეწოლას განიცდის ჩინელი კონკურენტების მხრიდან. ამას ემატება აშშ-ის იმპორტის ტარიფები და ევროპულ ბაზარზე მოთხოვნის შემცირება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ფაქტორების ერთობლიობა არსებული ბიზნესმოდელის მდგრადობას სერიოზულ გამოწვევას უქმნის.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები