”ლეგიას” ფანები მადრიდული ბარიდან სალაროს გატაცების მცდელობისას დააკავეს.
პოლონელმა გულშემატკივრებმა თავისი სიგიჟე დაამტკიცეს.
31, 32 და 34 წლის სამი პოლონელი ერთ-ერთ ბარში დათვრა და სხვა სტუმრებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. შემდეგ კი შეეცადნენ ბარის სალარო გაეტანათ, მაგრამ მათი დაკავება მოხერხდა.
დღეს საღამოს მადრიდში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩია, სადაც ”რეალი” ვარშავის ”ლეგიას” მასპინძლობს. მადრიდის პოლიციას უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული აქვს.
ეს შეხვედრა ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს იმის გამო იწვევს, რომ ”ლეგიაში” ვაკო ყაზაიშვილი გამოდის და იმედია ”სანტიაგო ბერნაბეუზე” თამაში მოუწევს.