LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონელი მგზავრი ლოდინით დაიღალა და თვითმფრინავიდან ჩამოხტა

26

პოლონელი მგზავრი ლოდინით დაიღალა და თვითმფრინავიდან ჩამოხტა. შემთხვევა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Ryanair-ის ბორტზე მოხდა. ლონდონიდან მალაგაში მიმავალი რეისის მგზავრმა ლაინერი ავარიული გასასვლელიდან დატოვა.

გამოცემა „The Irish Times”-ის ინფორმაციით, თვითმფრინავის დაჯდომა დიდ ხანს გაგრძელდა, პოლონელსაც მეტის მოცდა აღარ სურდა, ავარიული ლუქით თვითმფრინავის ფრთაზე გავიდა და იქ იმდენ ხანს იჯდა, სანამ ბორტგამცილებლებმა უკან შემოსვლაზე არ დაიყოლიეს. ურჩი მგზავრი მოგვიანებით ესპანურმა პოლიციამ დააკავა, რადგან მან უსაფრთხოების ნორმები დაარღვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები