პოლონეთმა წარმოუდგენლად ლამაზი პროექტი წამოიწყო. ქვეყანაში უკვე რამდენიმე ველობილიკი მოეწყო, რომელიც დღის განმავლობაში მზის ენერგიით იტენება. ბილიკები ღამით განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა.
მასალა, რომლისგანაც ბილიკებია დამზადებული TPA Instytut Badan Technicznych-მა შექმნა და ნივთიერების სახელია luminophores. აღსანიშნავია, რომ ეს ნივთიერება პოლონეთში ქალაქ ვროსლავში აღმოაჩინეს და წარმოადგენს ატომებისა და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების ნაზავს, რომელიც ორი სახისაა – ორგანული და არაორგანული. ნივთიერებას აქვს ნათების ეფექტი, ფოსფორის მსგავსად, თუმცა გაცილებით მძლავრი.
Lidzbark Warminski – ეს ის ადგილია, რომელიც ქალაქ მაზურიში მდებარეობს და სადაც ლურჯი luminophores-ის საველოსიპედე ხაზი გაკეთდა.
TPA-ს უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, იგორ რუტმარმა Gazeta Wyborcza-სთან საუბარში აღნიშნა:
,,luminophores-ის დღიური დატენვის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ საველოსიპედე გზის 10 საათიანი განათება. ეს ნიშნავს, რომ გზებს შეუძლია მთელი ღამის მანძილზე უზრუნველყოს ველომსვლელის უსაფრთხო გადაადგილება.’’
აღსანიშნავია, რომ პოლონელი ორგანიზატორების ამ იდეას წინ უძღოდა მსგავსი პროექტი, რომელიც ნიდერლანდებში განხორციელდა. მათივე განცხადებით, ინსპირაციის წყარო სწორედ მეგობარი ქვეყნის წამოწყება იყო.