LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche Cayenne სერიოზული უგზოობისთვის მოამზადეს

108
1428x1428

ამერიკულმა ტიუნინგ ატელიემ EuroWise, რომელიც სპეციალიზდება სავალი ნაწილების მოდიფიკაციაზე, წარმოადგინა ახალი პროექტი – Cayenne Ultra Evo. ეს არის Porsche Cayenne, რომელიც გადაკეთებულია ისე, რომ სრულფასოვან ოფროუდერებს გაუწიოს კონკურენცია. შეცვლილი სავალი ნაწილის გარდა, Cayenne Ultra Evo-მ გაძლიერებული ძრავაც მიიღო.

ტიუნერები სტანდარტულ V8 ძრავს ამატებენ ახალ ტურბო სისტემას, სხვა მართვის ბლოკს, ინტერკულერს და ინდივიდუალურ გამონაბოლქვის სისტემას. ატელიეს შეფასებით, ასეთი აგრეგატის სიმძლავრე 650 ცხენის ძალას და 1020 ნმ ბრუნვის მომენტს აღწევს.

სავალი ნაწილი გადამუშავებულია უკეთესი არტიკულაციისთვის – გამოყენებულია ახალი ამორტიზატორები და სხვა კომპონენტები, პარალელურად გაზრდილია კლირენსი. დემონსტრაციული Cayenne აღჭურვილია ალტერნატიული დისკებითა და მაღალი პროფილის საბურავებით.

Cayenne Ultra Evo-ს სხვა ვიზუალური განსხვავებებია გამძლე ბამპერები, დამატებითი განათება და ძარის გრაფიკა. გარდა ამისა, კროსოვერი აღჭურვილია ექსპედიციური საბარგულით და მრავალრიცხოვანი დამცავი ელემენტებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები