LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche ფიქრობს, რომ ევროკავშირი ბენზინის აგრეგატის აკრძალვას გადაიფიქრებს

120
porsche

Porsche ფიქრობს, რომ ევროკავშირი შიდა წვის ძრავის აკრძალვას გადაიფიქრებს. გერმანული ბრენდის ფინანსურმა დირექტორმა Automotive News Europe-ს უთხრა, რომ საწვავზე მომუშავე მანქანების მომავალი არც თუ ისე ბნელია. „ახლა ბევრს განიხილავენ შიდა წვის ძრავის 2035 წლისთვის აკრძალვას, მე ვფიქრობ ეს პროცესი შეიძლება გადაიდოს“..

ელექტროქარებზე გადასვლის პროცესი შეიძლება დროში გაიწელოს, რამეთუ ევროკავშირის მცდელობამ ჯერ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო და ჰაერში მავნე გამონაბოლქვიც არ შემცირებულა. ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევით დასტურდება, რომ ატმოსფეროზე მავნე გამონაბოლქვის გავლენა ბოლო 11 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. სულ უფრო ბევრი აზრი ისმის იმასთან დაკავშირებით, რომ აკრძალვის სტრატეგია ეფექტური ვერ არის: ამას ემხრობიან ზოგიერთი პოლიტიკოსები და ავტომწარმოებლებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები