LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-მ Panamera-ს რამდენიმე ახალი მოდიფიკაცია წარმოადგინა

129

კომპანია Porsche-მ ჰეთჩბექ Porsche Panamera-ს მეორე თაობის ორი მოდიფიკაცია წარმოადგინა: ერთი – საბაზისო ხოლო მეორე შედარებით გრძელი.  ავტომობილის საჯარო პრემიერა ნოემბრის შუა რიცხვებში, ლოს-ანჯელესის მოტორშოუზე შედგება.

Panamera-ს საბაზისო ვარიანტი 2.9 ლიტრიანი, ექვსცილინდრიანი გამწევით ხასიათდება, რომელიც 300 ცხენის ძალის სიმძლავრისაა, რაც 20 ძალის ერთეულით მეტია მის წინამორბედზე. აგრეგატი მუშაობს რვასიჩქარიან რობოტიზებულ ტრანსმისიასთან.

რაც შეეხება მოგრძო ვერსიას, მისი სიგრძე 5.2 მეტრამდეა, ხოლო ავტომობილის ძრავი 330 ცხენის ძალის სიმძლავრითაა წარმოდგენილი. ხელმისწავდომია ჰიბრიდული მოწყობილობის მქონე მოდიფიკაციაც. აქვეა მოდიფიკაციის სხვადასხვა ვერსიები: 4S და Turbo. სასურველი ვერსიის შერჩევა მყიდველს ოფიციალურ საიტზე შეუძლია.

ახალი მოდიფიკაციები ასევე აღჭურვილი იქნება განახლებული მულტიმედიური სისტემით, რომელიც 10.1 ინჩიანი თაჩ სქრინით იქნება აღჭურვილი. Porsche Panamera-ს მოდიფიკაციების გაყიდვები მომდევნო წელს დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები