LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-მ თაფლის პირველი პარტია გამოუშვა

84

კომპანია Porsche-მ თაფლის პირველი პარტია გამოუშვა, რომელიც ლაიფციგში, ბრენდის ქარხნის ტერიტორიაზე მცხოვრები ფუტკრებისგან მიიღო. პროდუქტი სახელწოდებით Turbienchen კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე საფირმო მაღაზიაში გაიყიდება.

ამჟამად ქარხნის ტერიტორიაზე, 40 ჰექტარ მიწის ფართობზე ფუტკრების 25  სკა ცხოვრობს, რაც 1,5 მილიონ ფუტკარს გულიხმობს. პირველ სეზონზე – მაისიდან მოყოლებული ფუტკრებმა 400 კილოგრამი თაფლი დაამზადეს.

გერმანიაში ფუტკრები ფედერალური კანონის მიხედვით არიან დაცულნი. ეს ფაქტი სოფლის მეურნეობაში პესტიციდების გამოყენების გამო მათი პოპულაციის მკვეთრად შემცირებამ გადმოიწვია.

Porsche-ს პროექტი გარემოს დაცვის სფეროში უნიკალურია. გარდა ფუტკრებისა, კომპლექსის ტერიტორიაზე ცხოვრობენ პონები, ამფიბიები, ფრინველები და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები