Porsche-ს ტრაქტორების პირველ რბოლას კალიფორნია უმასპინძლებს. ისტორიაში პირველი ოფიციალური შეჯიბრი ცნობილ Weather Tech Raceway Laguna Seca-ს ავტოდრომზე გაიმართება. რბოლა ლე-მანის კლასიკური სტარტით დაიწყება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მრბოლელი ტრაქტორზე უნდა აძვრეს, დაქოქოს და ტრასაზე მხოლოდ ამის შემდეგ გავიდეს. დისტანცია მთლიანობაში 15 წუთს მოიცავს და როგორც მონაწილეები აცხადებენ, მართალია ყველაფერი უბრალო გართობას გავს, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი ძალიან სერიოზული იქნება და გამარჯვებისთვის თავს არავინ დაზოგავს. შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებს თავისი ტრაქტორის ფოტოს გაგზავნა და სიაში ადგილის დაკავება მოუწევთ.
რაც შეეხება Porsche-ს, ტრაქტორების წარმოება მან 1956 წლიდან დაიწყო და მთლიანობაში 125 ათასი ეგზემპლარი აქვს შექმნილი.