LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche უკან გამოწვევის კამპანიას იწყებს და მიზეზი ბავშვების უსაფრთხოებაა

142
porsche

Porsche 911-ების დიდ პარტიას ბავშვთა უსაფრთხოების გამო უკან გამოიწვევს. გერმანულმა ავტომწარმოებელმა დაადასტურა, რომ უკანა სავარძლების უსაფრთხოების ღვედების მექანიზმი შესაძლოა გაუმართავი იყოს, რაც ბავშვებისთვის  ძალიან საშიშია. Porsche-ს ერთ-ერთ ქარხანაში სისტემური ხარვეზი დაფიქსირდა და ამის გამო დილერებს კუპესა და კაბრიოლეტის დიდი პარტიის შემოწმება მოუწევთ, საუბარი 2023 წლის მაისი-ივლისის მოდელებზეა.

უსაფრთხოების ღვედების ავტომატური დაბლოკვის სისტემა შესაძლოა დროზე ადრე გაითიშოს, რაც საბავშვო სავარძლის სწორად დამაგრებას შეუშლის ხელს და ავარიის შემთხვევაში პატარა ტრავმებს მიიღებს.

Porsche-ს ამერიკელ დილერებს 911-ის 12 მოდიფიკაციის შემოწმება მოუწევთ: პრობლემა შეეხება Carrera-ს ყველა ვერსიას, მიუხედავად ძარის ტიპისა, ასევე Turbo-ს, Turbo S-ს, Edition 50-ს და Targa-ს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები