LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტოფინოში ტურისტებს სელფის გადაღებისთვის დააჯარიმებენ

141
_129401637_gettyimages-506615800

პორტოფინოში შესაძლოა უცნაური კანონი შემოიღონ. ტურისტებს, რომლებიც სელფის გადასაღებად დაიწყებენ პოზირებას – დააჯარიმებენ. ჯარიმის ოდენობა 300 დოლარი იქნება და აკრძალვა სპეციალურად გამოყოფილ ზონებში იმოქმედებს, წერს BBC.

იტალიური ქალაქის მერია მსგავს გადაწყვეტილებას ქუჩებში მოძრაობის შეფერხებით ხსნის. საქმე ისაა, რომ ტურისტები ფოტოების გადასაღებად ძალიან დიდ ხანს ჩერდებიან და საცობებს ქმნიან. სიტუაცია განსაკუთრებით რთულდება პიკი საათის დროს და ზოგადად დღესასწაულებზე.

პოპულარული კომუნა სანაპიროზე შემოფენილი ფერადი სახლებითაა ცნობილი. ულამაზესი ლოკაცია მილიონობით ვიზიტორს იზიდავს და ქუჩებში ქაოსიც ჩვეულებრივ ამბადაა ქცეული.

ახალ აკრძალვაზე ფიქრი ადგილობრივებმა აღდგომის უქმეებზე დაიწყეს, როცა პორტოფინო სრულად გადაიჭედა.

აღსანიშნავია, რომ იტალიური დანიშნულება არ არის ერთადერთი, სადაც სელფის აკრძალვა სურთ, მსგავსი კანონი აშშ-ს, საფრანგეთის და ბრიტანეთის ტერიტორიაზე განთავსებულ ლოკაციებზეც მოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები