LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Prada-მ პრაქტიკული სანდლები წარმოადგინა, რომელიც 500 დოლარი ღირს

69

იტალიურმა მარკა Prada-მ საზაფხულო ფეხსაცმლის კოლექცია განაახლა. როგორც HypeBeast წერს, ამიერიდან კოლექციაში შედის მამაკაცის სანდლები მინიმალური დიზაინით, გამძლე ნეილონისგან დამზადებული ქამრებითა და პლასტმასის სამაგრებით, ასევე ”ფხრიწებით” სწრაფად გასახდელად.

ფეხსაცმლის ძირი რეზინისგან არის დამზადებული და ის 497 დოლარი ღირს. გამოცემა აღნიშნავს, რომ სანდლები მთლიანად შავი ფერის არის და პოტენციური მყიდველებისთვის ”გამორჩეულ და ფუნქციონალურ” არჩევანს წარმოადგენს.

Prada იტალიური კომპანიაა, რომელიც მოდური სამოსის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების წარმოებაზე სპეციალიზრდება. ბრენდი მილანში 1913 წელს დაარსდა. 2015 წლის მონაცემებით მას მთელს მსოფლიოში 594 მაღაზია აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები