LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაღაში 2026 წლის 1 იანვრიდან ელექტროსკუტერების გაქირავება აიკრძალება

116
pexels-meetjoeblack-31336486

მომავალი წლის იანვრიდან პრაღა ელექტროსკუტერების გაქირავებას აკრძალავს. ამით ის გახდება კიდევ ერთი ევროპული ქალაქი, რომელიც ამ პოპულარული ურბანული ტრანსპორტის კონტროლს ამკაცრებს. სიახლის შესახებ The Guardian-ი წერს.

ცოტა ხნის წინ ჩეხეთის დედაქალაქში მიიღეს კანონი, რომელიც საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების წესებს ცვლის და განსაზღვრავს ველოსიპედების – როგორც ჩვეულებრივი, ისე ელექტრო – პარკირების ადგილებს. თუმცა კანონში გაქირავებული ელექტროსკუტერები საერთოდ არ არის ნახსენები, რაც იმას ნიშნავს, რომ იანვრიდან მათი გამოყენება აიკრძალება.

პრაღის მერიის განცხადებით, ახალი კანონი ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი სივრცის გაწმენდას ელექტროსკუტერების უკონტროლო გადაადგილებისგან. მათი თქმით, ქალაქში სკუტერები ხშირად გამოიყენება არა როგორც ტრანსპორტი, არამედ როგორც ტურისტული ატრაქციონი და ისინი „ქაოსს ქმნიან“ ტროტუარებსა და ქვეითთა ზონებში.

ელექტროსკუტერები უკვე აკრძალული იყო პრაღის ცენტრალურ, ხალხმრავალ რაიონებში, სადაც მცხოვრებლები აცხადებდნენ, რომ ტროტუარებსა და პარკებში მაღალი სიჩქარით მოძრავი სკუტერები მათ უსაფრთხოებას უქმნიდა საფრთხეს. გარდა ამისა, სკუტერებს ხშირად შუა ტროტუარზე ტოვებენ, ხოლო მათი ავარიების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი ველოსიპედების.

პრაღა ერთ-ერთია იმ მრავალ ევროპულ ქალაქს შორის, სადაც ბოლო წლებში ელექტროსკუტერების გამოყენების წესები გამკაცრდა. მაგალითად, პარიზში, მადრიდსა და მალტაზე მათი გაქირავება მთლიანად აკრძალულია. იტალიაში აუცილებელია ჩაფხუტის ტარება და დაზღვევა (როგორც ლატვიაში), ხოლო მუდმივი დარღვევების შემთხვევაში მომხმარებლებს სავალდებულო მართვის კურსებზე აგზავნიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები