პრაღის ცენტრი გაფიცულმა ველოსიპედისტებმა გაავსეს. აქციის მონაწილეები დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ველოსიპედის აკრძალვას აპროტესტებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონის მიხედვით, პრაღის ცენტრში ორბორბლიანი ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება. უფრო ზუსტად კი, ველოსიპედით მოძრაობა 10:00-დან 17:00 საათამდე იქნება აკრძალული.
ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება ფეხითმოსიარულეთა უსაფრთხოების დასაცავად მიიღო. ტრანსპორტის კომიტეტი კი ველოსიპედისტებისთვის შემოვლითი გზების შექმნაზე მუშაობს, რასაც აქტივისტები არ ეთანხებიან და კანონის გაუქმებას ითხოვენ.