LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაღის ქუჩებიდან ტურისტებისთვის განკუთვნილი ცხენი გაქრება

73
michael-odelberth-c9zlzyrpgi0-unsplash

2023 წლის პირველი იანვრიდან პრაღის ქუჩებში ტურისტებისთვის განკუთვნილი ცხენები და ეტლები აღარ იმოძრავებენ. მიზეზი – ცხენების დაცვაა.

ეტლების აკრძალვის მოთხოვნით ცხოველთა უფლებების დამცველები არაერთხელ გამოსულან. აქტივისტები ირწმუნებოდნენ, რომ ქალაქში ცხოვრება და მუშაობა ცხოველთა ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. მათ ფეხების ტკივილები და მავნე გამონაბოლქვის გამო სუნთქვის გართულება აწუხებთ. გარდა ამისა, ხმაურის გამო ცხენები ძალიან აგრესიულები ხდებიან.

ხელისუფლება ამ აზრს იზიარებს, თუმცა ფიქრობს რომ აკრძალვა ეტაპობრივი უნდა იყოს და ამ დროის განმავლობაში ცხენების მფლობელებმა კვალიფიკაციის შეცვლა უნდა მოასწრონ.

“ტურისტულ“ სატრანსპორტო საშუალებაზე უარის თქმა პრაღის ტურისტული გარემოს შეცვლის გეგმის ნაწილია. ხელისუფლებას სურს, რომ იაფფასიანი ატრაქციონები გააქროს და ქალაქს კულტურული და გასტრონომიული დანიშნულების იმიჯი შეუქმნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები