LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერლიგაში ვარსკვლავების გუნდს შექმნიან და სხვა ლიგების ვარსკვლავებს ეთამაშებიან

34
skysports-graphic-player-premier_5770435

პრემიერლიგაში ვარსკვლავების გუნდის გაკეთებაზე დაფიქრდნენ.

ეს გუნდი შესაძლოა შექმნან, რათა მან სხვა ლიგების ვარსკვლავებთან ითამაშოს, მაგალითად, ლა ლიგის ან ბუნდესლიგის. მატჩები შესაძლოა მთელ მსოფლიოში ჩატარდეს გლობალური აუდიტორიის გასაზრდელად.

პრემიერლიგაში ჩრდილოეთ და სამხრეთის ვარსკვლავების მატჩის ჩატარების იდეა „ჩელსის“ ახალ მფლობელ ტოდ ბოულის გაუჩნდა. ეს წინადადება ერთ-ერთია, რომელსაც კლუბების ხელმძღვანელები განიხილავენ.

„თაიმსში“ წერია, რომ უფრო პოპულარული და სავარაუდო იქნება მთლიანად პრემიერლიგის ვარსკვლავური გუნდის გაკეთება და ძლიერი ლიგების ანალოგიურ გუნდებთან შერკინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები