LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი ძიუდოს ნაკრებს შეხვდა

26

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

გიორგი მარგველაშვილმა ძიუდოისტებს მადლობა გადაუხადა მსოფლიოში საქართველოს პოპულარიზაციისათვის და წარმატებები უსურვა.

„დიდი მადლობა მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს სახელის გატანისათვის. თქვენი სახელი და თქვენი მიღწევები ჩვენს საზოგადოებაში აღტაცებას იწვევს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას.

გიორგი მარგველაშვილმა ძიუდოს ნაკრების წევრებს სიმბოლური საჩუქრები – სახელობითი ინიციალებით გაფორმებული, პერანგის ვერცხლის სამაგრები გადასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები