LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროფესიული დაავადება

106
პროფესიული დაავადება

პროფესიული დაავადება სამუშაო საქმიანობიდან გამომდინარე რისკის ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ვითარდება. სამუშაო გარემოს ფაქტორებმა შეიძლება სერიოზული როლი შეასრულოს გარემოს სხვა რისკ-ფაქტორებთან ერთად სხვა და სხვა დაავადების გაჩენაში. მათ შორისაა როგორც ქრონიკული არაგადამდები ისე მწვავე გადამდები დაავადებები, როგორიცაა ძვალ-კუნთოვანი დაავადებები, ჰიპერტენზია, ქრონიკული ბრონქიტი და მთელი რიგი ფსიქოსომატული დარღვევები.

ახალი ჩამონათვალი მოიცავს საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ პროფესიულ  დაავადებებს და რისკ-ფაქტორებს; ქიმიურ, ფიზიკურ და ბიოლოგიურ აგენტებს, რომლებიც იწვევენ რესპირატორულ და კანის დაავადებებს, ძვალ-კუნთოვანი სისტემის  დაზიანებებსა და პროფესიულ კიბოს. აღსანიშნავია, რომ ფსიქიკური და ქცევითი დარღვევები პირველად იქნა შეტანილი პროფესიულ დაავადებათა სიაში.

ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, ძვალ-კუნთოვანი დარღვევები, ხმაურით გამოწვეული სმენის დაკარგვა და კანის პრობლემები ყველაზე გავრცელებული პროფესიული დაავადებებია მთელს მსოფლიოში, თუმცა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ  სამუშაოსთან დაკავშირებული დაავადებებში შედის ასევე კარდიოვასკულური დაავადებები და დეპრესია, რომელიც გამოწვეულია პროფესიული სტრესით.. ფართო გავრცელებით ხასიათდება ასევე ქრონიკული ბრონქიტი და ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ასთმის შემთხვევები სამუშაო ადგილებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები