ბრიტანეთში შეიქმნა პროგრამა, რომლის საშუალებითაც ტაქსის გამოძახება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იქნება შესაძლებელი.
კომპანია „Splyt“-მა ბევრი მოგზაურის სატკივარი გაითვალისწინა და პლანეტის სხვადასხვა წერტილში გადაადგილება ბევრად უფრო მარტივი გახადა. მაგალითად, თუკი ტურისტი ევროპიდან აზიაში ჩადის, სმარტფონზე ახალი პროგრამის გადმოწერა არ დასჭირდება და ტაქსის გამოძახებას ჩვეული სერვისით შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ კონტრაქტი მსოფლიოს ათობით ქვეყანასთან უკვე გააფორმა და ამჟამად მოლაპარაკებებს ტაქსის კომპანიებთან აწარმოებს.