ამერიკელი ქალბატონი მოძრავი თვითმფრინავიდან გადმოხტა. როგორც ჩანს, მგზავრს ძალიან ეჩქარებოდა, ამიტომ ლაინერის გაჩერებას ვერ დაელოდა, საავარიო გასასვლელი გახსნა, ფრთაზე გადმოვიდა და იქიდან ჩამოხტა.
„Fox news”-ის ინფორმაციით, შემთხვევა united Airlines-ის ახალი ორლეანიდან ჰიუსტონში მიმავალ რეისზე მოხდა. თვითმფრინავმა დაჯდომა ნახევარი საათით დააგვიანა, რამაც ერთ-ერთი მგზავრი ძალიან გააბრაზა, ის გაჩერებას ვეღარ დაელოდა და ბორტი თვითნებურად დატოვა. თუმცა, ქალბატონს შენობაში შესვლა არ აცალეს და მაშინვე დააკავეს.
ამჟამად ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია გადაყვანილი და სპეციალისტები მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ამოწმებენ. მოგვიანებით, კი შესაძლოა მას ბრალიც წაუყენონ.