LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი 7 თვის განმავლობაში 25 მამაკაცზე დაქორწინდა

107
marriage-fraud-anuradha-paswan

ინდოეთში დააკავეს 23 წლის ქალი, რომელმაც 7 თვის განმავლობაში 25 მამაკაცი მოატყუა და 25 ფიქტიური ქორწინება გააფორმა. ამის შესახებ The Economic Times წერს.

ანურადხა პასვანი, რომელსაც მეტსახელად „გაქცეული პატარძალი“ შეარქვეს, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი იყო. ის კეთილსინდისიერ საქმროებს ცოლად მიყვებოდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი მათივე ფულით, ოქროთი და ელექტროსაქონლით ქრებოდა.

თაღლითი კარგად დამუშავებული სქემით მუშაობდა: მსხვერპლებს მისი თანაშემწეები WhatsApp-ის მესინჯერით ნახულობდნენ და მამაკაცებისგან თანხასაც იღებდნენ 200-დან 500 ათას რუპიამდე. ქალი ფულითა და ძვირფასეულობით ქორწინების შემდეგ მალევე გარბოდა. პირველი სარჩელი ვიშნა შარმმა შეიტანა, რომელმაც 200 ათასი რუპია დაკარგა.
აფერისტის დაჭერა სამართალდამცავებმა სპეციალური ოპერაციის შემდეგ შეძლეს, როცა ქალთან გადაცმული ოპერატიული მუშაკი მიაგზავნეს.

გამოძიების შედეგად დაჯგუფების სხვა წევრების გამოვლენაც მოხერხდა. ასევე დადგინდა ისიც, რომ დანაშაულებრივი საქმიანობის დაწყებამდე ანურადხა საავადმყოფოში მუშაობდა და ქორწინებაშიც იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები