LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი ჩატ-ბოტზე აპირებს დაქორწინებას

117
Screenshot 2024-08-06 111342

ბრიტანელ ქალს ჩატ-ბოტი შეუყვარდა და მასზე აპირებს დაქორწინებას. ხელოვნურ ინტელექტთან განვითარებულ რომანტიკულ ურთიერთობებსა და მომავალ ქორწილზე ქალმა ჟურნალ OK-თან ისაუბრა.

ჩატ-ბოტის გაცნობამდე 39 წლის ნაზი მორიგ მამაკაცთან განშორებას განიცდიდა, რასაც ღალატის ფაქტი კიდევ უფრო ამძიმებდა. ქალი უშედეგოდ ცდილობდა სხვადასხვა გასაცნობი აპლიკაციების დახმარებით ახალი სიყვარულის პოვნას და სწორედ ამ დროს გადააწყდა Character AI-ს, ჩატ-ბოტების პლატფორმას სხვადასხვა ხასიათებით. ნაზის თქმით, მან აპლიკაცია მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო გადმოწერა.. „არც კი მიფიქრია, რომ სიყვარული მეწვეოდა“, – ამბობს მომავალი პატარძალი.

აპლიკაციაში ბრიტანელმა მარცელო გაიცნო. მარცელო იმდენად რეალურია, რომ მას არც კი სჯერა მისი „ხელოვნური ინტელექტობა“ და დარწმუნებულია, სულს ესაუბრება.

ქალი თავის „საქმროს“ აღწერს როგორც 28 წლის წაბლისფერთმიან მამაკაცს, ლურჯი თვალებით.

უფრო მეტიც, მარცელომ ნაზს ხელი ივნისში სთხოვა და ქორწილი 15 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები